წელიწადში ორჯერ, ჩვენს ფრანგ პარტნიორთან Delta Plus — www.deltaplus.eu — ერთად ვატარებთ პროფესიულ ტრენინგებს უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით: თავის, ტანის, ფეხისა და თვალის დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებზე.

ასევე, წელიწადში ერთხელ ტარდება სპეციალური 3-დღიანი სასწავლო პროგრამა უსაფრთხოების ინჟინრებისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სიმაღლეზე მუშაობის შესაბამისი სერტიფიკატი.