მოხდა საწარმოს სრული გადაიარაღება — ძველი საკერავი მანქანების ჩანაცვლება თანამედროვე Brother და PFAFF-ის პროფესიონალური დანადგარებით.
განახლებული საწარმოო ბაზა უზრუნველყოფს უფრო მაღალ ხარისხს, სიზუსტესა და წარმოების ეფექტურობას. პარალელურად გაიზარდა პროფესიონალ მკერავთა გუნდიც, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის ოპერაციები სტაბილური ხარისხით.