ჩვენს შესახებ:
შპს „უნიფორმა და უსაფრთხოება“ 14 წელია რაც ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. ამ 14 წლის განმავლობაში, კომპანიამ შეიძინა მრავალი პარტნიორი, მათ შორის ისეთი წამყვანი ბრენდები შრომის უსაფრთხოების დარგში, როგორიცაა “Deltaplus” საფრანგეთი www.deltaplus.eu, “Cerva” ჩეხეთი www.cerva.com , “Mogotex” ბელორუსია www.mogotex.com, “YDS” თურქეთი www.ydsboots.com და მრავალი სხვა. ასევე კომპანიამ 2015 წლიდან დაიწყო საკუთარი ბრენდით სპეც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ხელთათმანის წარმოება.
დღეისათვის კომპანია თავის მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის სრულ სპექტრს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით თავის კუთვნილებაში მყოფ მაღაზიებში, (თბილისში, ბათუმსა და ფოთში).
2015 წელს მოხდა სამკერვალო წარმოების მოდერნიზაცია, რის შედეგადაც კომპანია საკუთარი საშუალებებით ახორციელებს ნებისმიერი სირთულის პროდუქტის შეკერვას და ბრენდირებას შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
სამკერვალო:
2015 წლის დასაწყისში, მოხდა სამკერვალო წარმოების მოდერნიზაცია, რის შედეგადაც უნიფორმების წარმოებას დაემატა ტრიკოტაჟის ხაზი და საბრენდინგო მიმართულება.
დღეისათვის, კომპანიას შეუძლია ნებისმიერი სირთულის სპეც-ტანსაცმლის და ტრიკოტაჟის ნაწარმის შეკერვა და ბრენდირება. (ქარგვა, შოლკოგრაფია, ცხელი პრესი, სტიკერი).
მისია:
ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ საქართველოში არსებული შრომის უსაფრთხოების დარგი გახდეს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული. წელიწადში ორჯერ ჩვენ ვატარებთ ტრეინინგებს, რითიც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ აღნიშნული სფეროს განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს ჩვენს ტრეინინგებს სრულიად უსასყიდლოდ.
პარტნიორები:
თელასი, საქართველოს რკინიგზა, რომპეტროლი, სოკარი, RMG Gold, ჰაიდელბერგ ცემენტი, M2, Alliance Group, ნიკორა, მითანა, ავერსი, მეღვინეობა ხარება, ტკბილი ქვეყანა, GRC Group, Olpi Group და მრავალი სხვა.