ისტორია:

"უნიფორმა და უსაფრთხოება" 2007 წელს დაარსდა, აღნიშნული პერიოდისთვის ჩვენი კომპანიის საქმიანობა მხოლოდ სამკერვალო ბიზნესით შემოიფარგლებოდა. დამფუძნებლის მიერ 2009 წელს განხორციელებული ინვესტიციის ხარჯზე, საწარმო გადაიარაღდა და მოვიდა ახალი მენეჯმენტი, რის შედეგადაც, კომპანიამ დაამყარა საიმედო ურთიერთობები საერთაშორისო ბრენდებთან და დაიწყო პროდუქციის იმპორტი. ადგილზე წარმოებული და ჩამოტანილი პროდუქტრბის მომხმარებლისთვის შესათავაზებლად მენეჯმენტმა პირველი საფირმო მაღაზია 2009 წლის დასაწყიში გახსნა, ექვს თვეში მას მოჰყვა მეორე მაღაზია ქალაქ ბათუმში. ამ ჟამად კომპანია საქართველოს მასშტაბით სამ მაღაზიას ფლობს და განაგრძობს გეგმიურ ზრდას.


მისია:

კომპანიის მისაა, დაიცვას ადამინაის პირადი უსაფრთხოება სამრეწველო და ინდუსტრიულ საქმიანობაში, შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო და იყოს მომგებიანი როგორც მომხმარებლის, ისე ფირმის თანამშრომლებისთვის.


მიზანი:

უნიფორმა და უსაფრთხოების მიზანია გახდეს ნომერ პირველი ქართულ ბაზარზე, პარტნიორებისთვის სასურველი პროდუქციის უწყვეტი მიწოდებით, საერთაშორისო ბრენდებთან მჭიდრო თანამშრომლობით და კვალიფიციური პერსონალის გუნდური მუშაობით.


ჩვენ შესახებ:

რატომ სახელი „უნიფორმა და უსაფრთხოება“?
უნიფორმა და უსაფრთხოება თავის საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს. უნიფორმაში იგულისხმება ჩვენი სამკერვალო, სადაც იკერება სხვადასხვა სირთულის უნიფორმები და სპეცდაკვეთები, ხოლო უსაფრთხოება ეს ნიშნავს პირადი უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობას, რომლის ექსკუზიური იმპორტიორებიც გახლავართ.

მომხმარებლები:

ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები არიან, ასევე საკმაოდ წარმატებულად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, გამოცხადებული ტენდერების საშვალებით.